ვებ გვერდის პირობები

გთხოვთ, ვებ გვერდიდან საქონლის შეკვეთის განხორციელებამდე, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მოხმარების წესებსა და პირობებს (შემდგომში – წესები და პირობები”). თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს, ნუ ისარგებლებთ ვებ გვერდით www.store.tsmu.edu, რომელსაც მართავს შპს ბრენდჰენდი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.

ჩვენი ვებ გვერდით, მობილური აპლიკაციით ან ტელეფონით ნებისმიერი საქონელის შეკვეთისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებს და პირობებს.

  • მიმწოდებელი (ჩვენ) – შპს „ბიეიჩსი“ ს/კ 404650383 store.tsmu.edu-ის ბრენდი ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც მართავს შპს „ბრენდჰენდი“  ხელშეკრულების თანახმად 2022 წლის 9 მაისიდან.
  • მომხმარებელი (თქვენ) – პირი, რომელიც შედის ვებ გვერდზე. ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე.
  • ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.
  • პროდუქცია – ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ვებ გვერდზე.
  • შეთანხმება – ეს მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაფორმების, თანხის გადახდის, მედიის მართვა და პროდუქტის მიწოდების ინსტრუქციები, რომელსაც თქვენ ეთანხმებით შეკვეთის განხორციელების დროს.
  • ვებ გვერდი – არის ჩვენი ვებგვერდი www.store.tsmu.edu ან ჩვენი მობილური აპლიკაცია, რომელიც გთვაზობთ პროდუქციას.
  • შემკვეთი/დამკვეთი – პირი, რომელიც ახორციელებს ვებ გვერდიდან პროდუქციის შეძენას.

მიმწოდებლის ვებ გვერდზე შეკვეთის განხორციელებისას თქვენ:
• როგორც მომხმარებელი, იცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს.

• წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
იღებთ პასუხისმგებობას თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე.

• იძლევით გარანტიას, რომ ის Visa ან Mastercard ბარათი, რომლის დეტალებსაც გვაწვდით, არის თქვენი პირადი და გაქვთ საკმარისი თანხები იმისთვის, რომ განახორციელოთ გადახდის ოპერაცია.

• დაიცავთ ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს.

• არ განახორციელებთ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისათვის, ვებ გვერდის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.

• არ წარმოადგენთ თავს სხვა მომხმარებლად ან/და არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს.

• არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას. არ განახორციელებთ ისეთ ქმდებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ:

• როგორც მიმწოდებელი, დავიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს.

• ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნებთ იმაზე რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული.
ხელშეკრულებაში არსებული ვადების დაცვით მოგაწვდით შეძენილ პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ (შეთანხმებულ) მისამართზე.

• არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.

• თუ მიტანის სერვისი და ან პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით ან სატელეფონო ზარით, ვებ გვერდზე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელების დროს, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.

• ჩვენი ვებ გვერდიდან პროდუქტის ონლაინ შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშე.

• ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, პერიოდულად შევცვალოთ ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი და ფასები. ჩამონათავლის და ფასების ცვლილება არ გავრცელდება უკვე შეძენილ პროდუქტებზე.

• პროდუქციის, მიტანის სერვისის ან სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიანი ფასი გამოჩნდება ვებ გვერდზე შეკვეთის გაფორმების დროს.

• იმისთვის, რომ ნახოთ შერჩეული პროდუქტის / პროდუქტების ჯამური ღირებულება, გახსენით კალათის გვერდი

• შეძენა შესაძლებელია შეკვეთილ პროდუქტზე ონლიან გადახდის საშუალებით Visa ან Mastercard ბარათებით.

• Visa / Mastercard ბარათით გადახდისას საჭიროა შეკვეთის გაკეთების დროს, გადახდის ღილაკის დაჭერის შემდგომ ავტომატურად გადამისამართებულ თიბისი ბანკის გვერდზე, შეიყვანოით თქვენი ბარათის მონაცემები და თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ბარათიდან. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით. გადახდის პროცესი აბსოლუტურად დაცულია. მომსახურების ან სხვა სახის საკომისიო არ გეჭრებათ.

  • თქვენ თავად აგებთ პასუხისმგებლობას პროდუქციის გვერდზე როგორც ტექსტობრივ ისე ფოტო ფაილების შინაარსსა და ხარისხზე.
  • პროდუქციის გვერდზე თქვენს მიერ ატვირთული ტექსტობირივი და ფოტო მასალა არ უნდა შეიცავდეს მუქარას, ძალადობისა და ჩაგვრის მოწოდებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული რასის, ეთნიკური წარმოშობის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, სოციალური სატუსის, სქესობრივი ორიენტაციისა და სხვა ნიშნების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი ხართ თქვენ.
  • ვებ გვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.
    • შეძენის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.
    • შეძენილი პროდუქციის მიწოდება თბილისში ხორციელდება შეკვეთის განთავსებიდან 36-72 საათში, ხოლო საქართველოს მასშტაბით 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
    • თბილისის მასშტაბით მიწოდებას ანხორციელებს და გაგზავნილ პროდუქტზე პასუხისმგებლობას ღებულობს “Elva.ge”.
    • საქართველოს მასშტაბით მიწოდებას ანხორციელებს და გაგზავნილ პროდუქტზე პასუხისმგებლობას ღებულობს “საქართველოს ფოსტა”.
    • ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მოგაწოდოთ პროდუქცია იმ ადგილზე, მისამართზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ შეკვეთის განხორციელების დროს.
    • დაგვიანებული მიტანის შემთხვევაში, შპს ბრენდჰენდი არც გაგიუქმებთ შეკვეთას და არ აგინაზღაურებთ მიტანის საფასურს.
    • არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ რეალურ მისამართზე განხორციელდეს მეორედ, თუ თქვენ ადგილზე დამატებით გადაიხდით მიტანის საფასურს.
    • თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროდუქციის მიწოდების დროს ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადექვატური პირობები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ მიტანის ადგილზე მისასვლელად საჭირო შესაბამის პირობებს.
    • მიტანის სერვისის საფასური შეადგენს 5 ლარს, რომელიც ავტომატურად ემატება კალათაში პროდუქციის შეძენისას.
    • იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ ისარგებლოთ მიტანის სერვისით და გსურთ თავად აიროთ შეძენილი პროდუქტი შპს ბრენდჰენდის სახელოსნოდან, გამოიყენეთ კალათის გვერდზე მითითებული ინსტრუქცია და ფასდაკლების კოდი, რომ არ გადაიხადოთ მიწოდების სერვისის საფასური. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ვალდებული მოახდინოთ მზა პროდუქციის სახელოსნოდან გატანა.

• ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ შეკვეთა თუ რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი რაიმე მიზეზის გამო. ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და დავაბრუნებთ თანხას, რომელიც თქვენ გადაიხადეთ.

• თქვენ შეკვეთის გაუქმების უფლება არ გაქვთ.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებ გვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებ გვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, თქვენ მაინც აგრძელებთ ვებ გვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკებზე შპს ბრენდჰენდი არ იღებს პასუხიმგებელობას.
  • ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებ გვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან ვებ გვერდზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების/მიზეზების გამო.
  • დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია იყოს უშეცდომო. ჩვენ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერ შეცდომაზე ან უზუსტობაზე, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ ვებ გვერდზე. ჩვენ, აგრეთვე, მუდმივად ვეცდებით, ყურადღება დავუთმოთ ვებ გვერდის ტექნიკურ გამართულობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი ვებ გვერდის მოხმარებისას, თქვენ არ შეგხვდებათ ხარვეზები, ან ვებ გვერდი და სერვერი, რომელზეც ის არის განთავსებული, იქნება ტექნიკური პრობლემების და ვირუსების გარეშე.
  • თუ ჩვენ პასუხმგებელი აღმოვჩნდებით თქვენს წინაშე ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, ასეთი პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც თქვენ გადაიხადეთ შესაბამისი საქონლისა და სერვისებისათვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის თქვენი შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე.
  • ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას გადმოცემული ინფორმაციის დაგვიანებაზე, შეუსრულებლობაზე, შეცდომებზე ან დაკარგვაზე, აგრეთვე ვირუსებზე ან სხვა დაბინძურებასა და დესტრუქციულ თვისებებზე, რომელიც გადაეცა თქვენი კომპიუტერის სისტემას ჩვენი ვებ გვერდიდან.
  • ჩვენ პასუხს არ ვაგებთ პროდუქციის მიწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია იმ ქმედებით, რომელიც სცდება ჩვენი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენების – სტიქიების შემთხვევები ან მესამე პირთა ქმედებები.
  • ჩვენ გადავდგით ყველა გონივრული ნაბიჯი იმისთვისმ, რომ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტ თაღლითობა და უზრუნველვყოთ თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ან ჩვენს მიერ გამოყენებული მესამე პირების უსაფრთხო კომპიუტერულ სერვერებზე არაავტორიზებული პირების შესვლა.
  • ჩვენი საიტი იყენებს SSL უსაფრთხოების სერთიფიკატს, ამიტომ ვებ გვერდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ჩვენ ვებ გვერდის ფუძე მისამართი არის https://www.store.tsmu.edu
  • მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვებ გვერდს არ აქვს წვდომა თქვენს პირად საბანკო ინფორმაციაზე.
  • მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების ინფორმაცია, (ბილინგის დეტალები), რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ, გამოიყენება თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად და ბუღალტერიისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია იმისათვის, რომ ელ.ფოსტაზე / მობილურზე გამოგიგზავნოთ ინფორმაცია იმ საქონლის და სერვისების შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით, თქვენ დაგაინტერესებთ.
  • წინამდებარე მუხლის პირობების მიუხედავად, შემდეგი ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იყოს როგორც კონფიდენციალური: (1) ინფორმაცია რომელიც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის მომხმარებლის მიერ შპს ბრენდჰენდისთვის მიწოდებამდე; (2) გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის შპს ბრენდჰენდის მიერ ამ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გარეშე; ან (3) მომხმარებლის მიერ შპს ბრენდჰენდისთვის გადაცემამდე იყო შპს ბრენდჰენდის მფლობელობაში და შპს ბრენდჰენდის არ გააჩნდა მომხმარებლის წინაშე კონფიდენციალურობის ვალდებულება ან (4) არ შეიძლება მიჩნეულ იყოს კონფიდენციალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • შპს ბრენდჰენდი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები რაც აუცილებელია კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს შპს ბრენდჰენდის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უშუალოდ აქვთ კავშირი აღნიშნულ ინფორმაციასთან.
  • ჩვენს ვებ გვერდზე პერიოდულად შეიძლება ნახოთ სხვა ვებ გვერდების ლინკები. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება მხოლოდ ჩვენს გვერდს. შესაბამისად, სხვა ვებ გვერდების გამოყენებისას, თქვენ უნდა წაიკითხოთ გაეცნოთ მათი კონფიდენიციალურობის პოლიტიკას.

• ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ საჩივრებს და მიზნად ვისახავთ ვუპასუხოთ ნებისმიერ თქვენს საჩივარს 5 სამუშაო დღეში. ყველა საჩივარი გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: store@tsmu.edu

• თანხა უკან ბრუნდება სრულად იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ გაწვდით თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტს, მისი უქონლობის ან ნებისმიერი სხვა ჩვენი მხრიდან შეფერხების გამო.

• არ გამოიყენოთ ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენს ვებ გვერდთან ან მის ონლაინ შეკვეთის ფუნქციასთან მიმართებაში.

• არ შეაგროვოთ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ამ ვებ გვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებ გვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერციული შუამავლობისთვის, არ უშუამოვალოთ ვებ გვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანაირი მიზნით, არ გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერები და კოდები და არ გატეხოთ ეს ვებ გვერდი.

• მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაკეთების, გაუქმების, გადახდის ინსტრუქციები, მედიის მართვა, მიწოდების ფორმა წარმოადგენს ჩვენს და თქვენს შორის მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონფლიქტი წარმოიშობა ამ პირობებსა და ვებ გვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და დებულებებს შორის, უპირატესად გამოიყენება ეს მოხმარების წესები და პირობები.

• ეს მოხმარების წესები და პირობები და ხელშეკრულება (და ყველა არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან) მოქმედებს და აგებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ორივე ჩვენგანი (ჩვენ და თქვენ), შესაბამისად ემორჩილება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას.

ზემოთ

თქვენი კალათა 1